понедельник, 29 сентября 2014 г.

ღია კარის დღე - 2014 წლის 29 სექტემბერი

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლამ დღეს სტუმრებს უმასპინძლა. ღია კარის დღე გახსნა სკოლის დამფუძნებელმა , ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ. მან მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სკოლის პედკოლექტივს სკოლის ამოქმედება. მეუფემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეპარქიის მოძღვრები, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომელები და საკათედრო ტაძრის მრევლი. სტუმრებს სკოლა დაათვალიერებინა სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა. მანვე წარუდგინა აუდიტორიას სკოლის სტრატეგია, ისაუბრა სასწავლო პროგრამებზე, დაფინანსებაზე და შეღავათებზე. მან დიდი მადლიერება გამოხატა პატრიარქის, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსის და მოძღვრების მიმართ. სკოლაში სასწავლო პროცესი  1 ოქტომბერს დაიწყება.





пятница, 13 июня 2014 г.

ა(ა)იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა



დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ.45
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადმოეცა ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობა-ნაგებობები მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდედისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა ()იპ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატი და დირექტორად დაინიშნა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე.
წესდებით განისაზღვრა სკოლა-ინტერნატის ძირითადი მიზნები:
- ზოგადი განათლების მიცემა მოსწავლეთათვის დაწყებით ან/და  საბაზო ან/და  საშუალო საფეხურებზე;
- მოსწავლეების აღზრდა ეროვნულ-კულტურულ და ტრადიციული ღირებულებების შესაბამისად;
-მოსწავლეთა უზრუნველყოფა სადღეღამისო პანსიონში ცხოვრებითა და კვებით;
- სკოლამდელი აღზრდა;
- საგამომცემლო საქმიანობა და სხვ.
2014 წელს სკოლაში იხსნება პირველი სასწავლო წელი. წელს მიღება შეზღუდულია -სკოლა მიიღებს დაწყებითი საფეხურის პირველ-მეოთხე კლასებში 60 მოსწავლეს.
მათ მოუწევთ სწავლა კეთილმოწყობილ, თანამედროვე ინვენტარით გაწყობილ კლასებში.

ზოგადსაგანმანათლებლო /დაწყებითი/ პროგრამების ღირებულება  წელიწადში:
300 ლარს იხდის სახელმწიფო /ვაუჩერი/
300 ლარს იხდის  საქართველოს საპატრიარქო
300 ლარს იხდის მშობელი ან მეურვე
პროგრამის ღირებულებაში შედისძირითადი სასწავლო პროცესი, გახანგრძლივებული სწავლება, სადილი, წრეები .
წრეების დასახელება:  ინგლისური ენა,  რუსული ენა, ქანდაკება და ხელსაქმე.
დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო მომსახურება : საღვთო სჯული, ძველი ქართული დამწერლობა.

შეღავათები:
1. თუ ოჯახიდან სწავლობს რამოდენიმე შვილი:
პირველი  იხდის წელიწადში 300 ლარს, მეორე-200 ლარს, მესამე - 100 ლარს, მეოთხე, მეხუთე და შემდგომი მოსწავლე გათავისუფლებულია გადასახადისაგან და მათ 100%-აფინანსებს საქართველოს  საპატრიარქო
2. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, თანამშრომელთა შვილები, სასულიერო პირთა  შვილები იხდიან  გადასახადის 1/3-

2014/2015 სასწავლო წლ 1 ოქტომბრამდე ჩარიცხულები სარგებლბენ .. ერთგულების შეღავათებით - სწავლაზე 100%-იანი ფასდაკლებით (სკოლის დამთავრებამდე ისწავლიან უფასოდ) .

სკოლის  ტრანსპორტით სარგებლობის  გადასახადი /საჭიროების შემთხვევაში/:
თვეში 10 ლარი
სკოლა სთავაზობს ინდივიდუალურ მომსახურებას და ფასიან წრეებს შემდეგი წლიური გადასახადით:
ფანდურის სწავლების ღირებულება -100 ლარი
ფორტეპიანოს სწავლების ღირებულება -  150 ლარი
ხალხური ცეკვის სწავლების ღირებულება-  150 ლარი /იხდის მშობელი/
სკოლის ბაზაზე იხსნება საშაბათო სკოლა , სადაც მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ზოგადი უნარების და შემეცნების გაკვეთილები, ისწავლიან ძველ ქართულ ენაზე ფსალმუნების კითხვას, ფერწერას და ხელსაქმეს (ქარგვა, ქსოვა). საშაბათო სკოლაში ჩაირიცხება ნებისმიერი მსურველი. საშაბათო სკოლის ღირებულება - თვეში 30 ლარი.
გადასახადის გადახდა ხდება სემესტრულადწელიწადში ორჯერ  სექტემბრისა და იანვრის ბოლოს.
გამონაკლის შემთხვევაში, მშობელს, რომელსაც არ აქვს  თანხის სემესტრულად გადახდის შესაძლებლობა, დირექტორის თანხმობით შედგება გადახდის გრაფიკი თვეების მიხედვით.

четверг, 12 июня 2014 г.

ს კ ო ლ ი ს მ ი ს ი ა

                                                  
სკოლაში შექმნილ მასტიმულირებელ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში თითოეული მოსწავლე აღზარდო ეროვნული, კულტურულ-მემკვიდრეობითი, ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების შესაბამისად.  განვუვითაროთ მოზარდებს საკუთარი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა,  ზოგადსაკაცობრიო საკითხების გააზრებული ხედვა. განვსაზღვროთ მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობა და ხელი შეუწყოთ საკუთარ პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციაში, რათა ჩვენმა აღსაზრდელებმა შეძლონ ქვეყნის ინტერესების დაცვა და ღირსეული ადგილის დამკვიდრება ოცდამეერთე საუკუნის ცვალებად და კონკურენტულ გარემოში.