понедельник, 29 сентября 2014 г.

ღია კარის დღე - 2014 წლის 29 სექტემბერი

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლამ დღეს სტუმრებს უმასპინძლა. ღია კარის დღე გახსნა სკოლის დამფუძნებელმა , ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ. მან მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სკოლის პედკოლექტივს სკოლის ამოქმედება. მეუფემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეპარქიის მოძღვრები, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომელები და საკათედრო ტაძრის მრევლი. სტუმრებს სკოლა დაათვალიერებინა სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა. მანვე წარუდგინა აუდიტორიას სკოლის სტრატეგია, ისაუბრა სასწავლო პროგრამებზე, დაფინანსებაზე და შეღავათებზე. მან დიდი მადლიერება გამოხატა პატრიარქის, ხორნაბუჯელი ეპისკოპოსის და მოძღვრების მიმართ. სკოლაში სასწავლო პროცესი  1 ოქტომბერს დაიწყება.